პროექტის სახელწოდება: საშუალო სიდიდეები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიხსენონ რიცხვების არითმეტიკული საშუალო, გეომეტრიული საშუალო,ჰარმონიული საშუალო. ისაუბრონ და დაასაბუთონ მათ შორის თანაფარდობები სხვადასხვა ხერხით:ალგებრულად და გეომეტრიულად.
პროექტის აქტუალობა: მათემატიკური ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება.
პროექტის მიზნები: ა) შემოქმედებითი უნარების გამომუშავება. ბ)ლიტერატურაზე დამოუკიდებლადმუშაობის, კვლევის ჩატარების ჩვევების შეძენა. გ)მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და საჯაროდ წარდგენის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
ვადები: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ა) გამოსახონ სიტყვიერად ჩამოყალიბებული დებულება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესახებ ალგებრულად. ბ) გამოიყენონ ალგებრული გარდაქმნები, ტოლობისა და უტოლობების თვისებები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,ჟურნალები,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა: ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
ხელმძღვანელი: ნათელა გიანაშვილი